მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ

„ახლა უკრაინაში რომ ვიყო, ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „უკრაინსკაია პრავდასთან საუბრისას. ინტერვიუს სრული ვერსია დღეს გამოქვეყნდება. ჟურნალისტმა სააკაშვილს ჰკითხა, უკრაინიდან საქართველოში რომ არ დაბრუნებულიყო და რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს კიევში ყოფილიყო, რითი იქნებოდა დაკავებული, რაზეც სააკაშვილი უპასუხა. უპირველეს ყოვლისა, ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი, რომელიც ჩერჩილის შემდეგ ყველაზე გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწედ მიმაჩნია. მეორე – მუდმივად წინა ხაზზე ჩავიდოდი, დავეხმარებოდი უკრაინელ და ქართველ მებრძოლებს. ცოტა ხნის წინ ქართველმა მებრძოლებმა ჩაწერეს ერთობლივი მიმართვა და დაბადების დღე მომილოცეს, მაგრამ ერთი წუთითაც ვერ ვივიწყებ, რომ მათგან 35-მა სიცოცხლე გასწირა ომში. ბევრი ჩემი მეგობარი დაიღუპა და დაიჭრა“, – განაცხადა სააკაშვილმა. თავს 100 პროცენტით უკრაინელად ვგრძნობ და ამით ასეთი ამაყი არასდროს ვყოფილვარ”, – განაცხადა ექსპრეზიდენტმა.