მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა

21:13, 08.02.2020

მიხეილ სააკაშვილის მორიგი ინიციატივა და ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში. საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი აცხადებს, რომ პირველი მარტიდან ხსნის შტაბს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ოპოზიციურ ძალებთან ერთად ითანამშრომლებს საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად.

სააკაშვილის სამომავლო გეგმებს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. მისი გუნდის ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ საარჩევნო ფორმატში ოპოზიციური ერთობა უკვე შემდგარია და მოლაპარაკებების მაგიდა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისშია. სააკაშვილის ინიციატივას მიესალმებიან „ნაციონალურ მოძრაობაში“.

მსგავსი