მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა – გამოხმაურებები

15:16, 30.07.2026

პოლიტიკური შეფასებების თემაა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტით ავატარის შექმნის გეგმაც. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ როგორც პარტიის დამფუძნებელს, სააკაშვილს უნდა შეეძლოს პირდაპირ მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ პროცესში, შესაბამისად, პარტიის წევრების მოსაზრებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ეს იდეა არასერიოზულად სულაც არ გამოიყურება. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მის ავატარს ხელოვნურ ინტელექტს აკეთებინებს. საკუთარი ციფრული ანალოგის შექმნა პატიმარმა პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე დააანონსა.

მსგავსი