მიხეილ სააკაშვილის იდეა - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებულმა „სუპერ პაკმა“ ოპოზიციაში მოწონება ვერ დაიმსახურა. ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებების შემდეგ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განმარტება გააკეთა და თქვა, რომ პოლიტიკური აქტივობის კომიტეტის შექმნის იდეა არა სრულად ოპოზიციას, არამედ მხოლოდ მის პარტიას -„ნაციონალურ მოძრაობას“ ეხებოდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტმა პოზიცია კი არ შეცვალა, არამედ მისი მიმართვა არასწორად გაიგეს. სააკაშვილის მხრიდან პოზიციების შეცვლა არ უკვირთ მმართველ პარტიაში, სადაც ყოფილი პრეზიდენტის ინიციატივებს არასერიოზულად მიიჩნევენ. უმრავლესობაში ამბობენ, რომ სააკაშვილის რიტორიკის ცვლილების მიზეზი, ოპოზიციის დამოკიდებულება და საჯარო შეთავაზებაზე მიღებული უარია.

„ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ სააკაშვილის მხრიდან ოპოზიციაზე კონტროლის დამყარების მცდელობა ამჯერადაც წარუმატებელი აღმოჩნდა.