მიხეილ სააკაშვილის განცხადება - შეფასებები

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი კვლავ მისი მმართველობის პერიოდში განხორციელებულ რეფორმებზე საუბრობს და ამ კონტექსტში წერს, რომ დღეს არავინ საუბრობს ვაზაგაშვილის, მოლაშვილისა და მირცხულავას მიერ დაზარალებულ ხალხზე, რომელთა უფლებებიც ირღვეოდა, მისი მმართველობის  დროს გატარებულმა რეფორმებმა კი მილიონობით ადამიანის უფლება დაიცვა.

„მოდით, ჩამოვთვალოთ რა კატეგორიის ადამიანის „უფლებები“ დაირღვა: ვაზაგაშვილის უფლება დაირღვა და მის მიერ მოკლული ხალხის არა? 30 ათასი „გაიშნიკი“ მართლა დარჩა სამსახურისა და შემოსავლის გარეშე. დაახლოებით ამდენივე რაოდენობის ლექტორი ვეღარ იღებდა ქრთამებს უმაღლეს სასწავლებლებში. რამდენიმე ათასი მებაჟე და საგადასახადოს თანამშრომელი იქნა დათხოვილი და შესაბამისად მათი კორუფციული წყაროები ჩაიკეტა. ექიმები რომ სძალავდნენ ფულს პაციენტებს, დარჩნენ მარცხენა შემოსავლის გარეშე.

ხშირად საუბრობენ მოლაშვილზე, მირცხულავაზე და მსგავს კორუმპირებულ მოხელეებზე, რომელიც მე ოთხი წლის შემდეგ შევიწყალე. თუმცა, პირველი უამრავ ბიზნესს ართმევდა ქრთამს, ფულით უზარმაზარი სასახლე აიშენა, იმდენად დიდი, რომ იქ მიუსაფართა მრავალრიცხოვანი თავშესაფარი ჩაეტია. ხოლო მირცხულავას გამო, რომელიც დენს მარცხნივ ყიდდა თურქეთში ჩუბაისთან ერთად, საქართველო ჩაბნელებული იყო. ხოდა, მილიონობით ქართველის, რომელიც სიბნელეში იყინებოდა, უფლებები არ ირღვეოდა და მირცხულავასი დაირღვა?“ – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.