მიხეილ სააკაშვილის განცხადება – პოლიტიკური შეფასებები
შეფასებების თემაა პატიმარი ექსპრეზიდენტის მხრიდან ონისე ოქრიაშვილის მხარდამჭერი პოსტი, სადაც მიხეილ სააკაშვილი იუმორისტს საქციელს უწონებს და საზოგადოების ნაწილს მაჯლაჯუნებს უწოდებს. სიძულვილის ენის წახალისებაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ ყოფილი პრემიერის პარტიაშიც.
მმართველი გუნდისთვის კი მიუღებელია როგორც ძალადობა, ასევე ეროვნული ფასეულობებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ავტორიტეტების შეურაცხყოფა. ხელისუფლების წარმომადგენლები გარე ძალებისგან მართულ კამპანიაზე საუბრობენ.