„არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს. არის ორი, ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო, პირველი – ის ადამიანები, რომელთაც უყვართ ქვეყანა, ეზიზღებათ რუსეთი, უნდათ ევროპაში, სურთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, ემხრობიან დემოკრატიას, თავისუფალ არჩევნებს. ეს ქართველები არიან მშრომელები, განათლებულები, ბრძოლისუნარიანები. ივანიშვილმა კი საბოლოოდ ჩამოაყალიბა მეორე საქართველო. ამ საქართველოს მკვიდრები არიან მუქთახორები, ბირჟავიკები, მატყუარები, საოცრად უტიფრები, ბოღმიანები, მშიშრები, ხარბები და კორუმპირებულები. ერთ მხარეს ვართ ცივილიზაცია და მეორე მხარეს – სრული ბარბაროსები, აქეთ მხარეს ვართ ევროპა, იქით – რუსეთი და აზია, აქეთ ვართ პროგრესი და იქით – სრული ჩამორჩენილობა, აქეთ არის აზროვნება, იქით – ერთი აზრი, აქეთ ვართ სიკეთე და იქით – ბოროტება,“ – ვკითხულობთ სააკაშვილის განცხადებაში, სადაც ასევე წერია: ახლა უნდა მივხვდეთ ერთ რამეს – ჩვენ და მათ ერთ ქვეყანაში არ დაგვედგომება. სახეზეა ძალიან ღრმა შეუთავსებლობა და ნამდვილი სამოქალაქო კონფლიქტი,“ – აცხადებს სააკაშვილი.