მიხეილ სააკაშვილის განცხადება და გამოხმაურება

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩს კორუმპირებულს და „საბჭოთა ფუნქციონერს“ უწოდებს. სააკაშვილი აცხადებს, რომ იგორ დოლგოვი უკრაინის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს და ის ყველაფერს გააკეთებს, რომ უკრაინას ასეთი ელჩები არ ჰყავდეს. ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც საქართველოში უკრაინის ელჩმა დაუმორჩილებლობის შესახებ სააკაშვილის განცხადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის მოწოდებები არ ეხმარება უკრაინას სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაში.

სააკაშვილის განცხადებას კომენტარები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.