საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ყველა ადამიანი, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებასა და გავლენებს, არის ამორალური და იდიოტი – ასეთი რეაქცია ჰქონდა სააკაშვილს ევროდეპუტატის განცხადებაზე. როგორც ცნობილია, ევროდეპუტატმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას განაცხადა, რომ სააკაშვილმა და ივანიშვილმა სამომავლოდ უნდა შეწყვიტონ პოლიტიკური ჩარევა. მსგავსი განცხადება გააკეთა საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმაც. სააკაშვილმა ამ განცხადებებს ასე უპასუხა, რომ „ვიღაც გადამდგარი პირებისგან ჭკუის დარიგება მას არ სჭირდება“. საქართველო გვყავს გადასარჩენი და საერთოდ არ მაინტერესებს არავის აზრი. მაინტერესებს ქართველი ხალხის აზრი, მისი პერსპექტივები და ყოველთვის ასე ვიყავი მთელი ცხოვრება. “–განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოამბე