მიხეილ სააკაშვილის განცხადება

დავღალოთ, გამოვფიტოთ, გავთანგოთ, ყველგან შევქმნათ პრობლემები. ე.წ. სახელმწიფო უწყებები, რომლებიც აკეთებენ უკანონო აქტებს, უნდა იყოს დაბლოკილი, – ასე მიმართავს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით მხარდამჭერებს.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ გრიგოლ ვაშაძის თავდაპირველ პოზიციას, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, სამართლიანი რეაქციები მოჰყვა. მოგვიანებით გაკეთებულ განმარტებებს კი სააკაშვილი თავადაც ეთანხმება. ამასთან, იქვე ამბობს, რომ ლიდერია ის, ვინც წინა ხაზზე იბრძვის. ამ ჩამონათვალში კი სააკაშვილს ვაშაძე აღარ დაუსახელებია.