მიხეილ სააკაშვილის განცხადება
რაზე სკდებიან ბოღმით „ქოცები“ და მათი პატრონები, რუსები 2008 წლის აგვისტოსთან დაკავშირებით, მათ ვერ უპატიებიათ ჩემთვის, რომ არ დავტოვე საქართველო, როგორც პუტინი და სარკოზი მოითხოვდნენ და ამერიკელები მთავაზობდნენ, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, 2008 წელს საკუთარი თავის გადარჩენისთვის არ მიუტოვებია ხალხი განსაცდელში. „რუსეთმა 2008-ში ვერ მიაღწია იმ ომის ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს და ჩვენ კი გავაგრძელეთ დიდი აღმშენებლობაც და მსოფლიოში ყველაზე წარმატებული რეფორმები,“ – წერს სააკაშვილი.