„ხალხი თუ ჩამოგვყავს რეგიონებიდან, უკან არ უნდა გავუშვათ გამარჯვების გარეშე, მოქმედება, შეტევა, ზეწოლა“- ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა დღეს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე გამართულ პროცესზე კლინიკა „ვივა-მედიდან“დისტანციურად ჩართვისას გააკეთა. სააკაშვილმა პოლიტიკური განცხადებებია გააკეთა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. მისი თქმით, ხალხს სჭირდება შედეგი და ისინი ერთ წრეზე არ უნდა ატარო. ამასთან მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობის გაფიცვისკენ და იმ ბიზნესების ბოიკოტისკენ, რომელიც მისი თქმით ხალხს ძარცვავს.