მიხეილ სააკაშვილის გამოხმაურება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში, ყოფილი თანაგუნდელის და ამჟამად „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას პოსტს ეხმაურება. „ძვირფასო ნიკა გვარამია, რა საჭირო იყო ასეთი ჩახვეული პოსტი, რა სერვანტესი, რა ავთანდილი, პირდაპირ დაგეწერა, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა არის სრული სისულელე“ – წერს სააკაშვილი. მისი თქმით, ავტორიტარული ილუზიებისა და პროპაგანდის დასამარცხებლად საზოგადოებას სჭირდება არა დონკიხოტობა ან ჰამლეტობა, არამედ ავთანდილობა. „ერთად უნდა დავანგრიოთ ქაჯეთის ციხე“ – წერს ყოფილი პრეზიდენტი.
საკითხი შეაფასეს პოლიტიკურ სპექტრში.