მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ეხმაურება. ბექა ძამაშვილის თქმით, უწყება იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოწოდებას, შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მისივე ინფორმაციით, შიმშილობის შეწყვეტისა და ექიმების შეფასების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებაში გადაიყვანენ. ყოფილმა პრეზიდენტმა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო, თუმცა გარკვეული პირობებით, მათ შორის სააკაშვილის მოთხოვნაა, შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესისთვის, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ.