ამ წუთებში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ, უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით, დედაქალაქის მთავარ გამზირზე, პარლამენტის წინ ბრიფინგი იმართება. მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, ექიმთა დარგობრივი ასოციაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელები არიან შეკრებილები.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნაა, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა მოხდეს და ამ საკითხში დახმარებისთვის დიპლომატიურ კორპუსს და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს მიმართავენ.