მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა - რეპორტაჟი კიევიდან

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მზად არის გამოძიების კითხვებს უპასუხოს, თუმცა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში, რადგან მისი განმარტებით, ცრუ ბრალდებები სწორედ ამ უწყებამ შეადგინა.

ახალი ძალების მოძრაობის ლიდერი დღეს უკრაინის გენერალურ პროკურატურაში უნდა დაეკითხათ, ის საგამოძიებო უწყებაში დაბარების ზუსტ დროს გამოცხადდა, თუმცა გამომძიებლების ნაცვლად მხოლოდ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

პროკურორმა საგამოძიებო უწყების ფოიეში ყოფნისას სააკაშვილს დაკითხვის ოთახში შესვლისკენ მოუწოდა, თუმცა საპასუხოდ უარი მიიღო, რასაც შელაპარაკება მოყვა.

გურამ როგავა თემის დეტალებით.