მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე დაცვის მხარემ ომბუდსმენისა და პრეზიდენტის დაკითხვა მოითხოვა

მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე, რომელიც საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით გაფლანგვას ეხება, დაცვის მხარემ სახალხო დამცველისა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოწმის სახით დაკითხვა მოითხოვა. მოსამართლემ პრეზიდენტის დაკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ მარგველაშვილს არ აქვს საქმეზე ისეთი ინფორმაცია, რომელიც მტკიცებულებას დაერთვება საქმეს.

რაც შეეხება, სახალხო დამცველის სხდომაზე დაკითხვას, გადაწყვეტილებას მოსამართლე შემდეგ პროცესზე მიიღებს, მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარის პოზიციას მოისმენს ამ საკითხზე.

პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დაახლოებით 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება.