მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები გასვლითი სხდომის ჩატარების მოთხოვნით, ხვალინდელ პროცესზე შუამდგომლობის დაყენებას გეგმავენ. ექსპრეზიდენტის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, სასამართლო პროცესზე დასწრების სურვილი თავად მიხეილ სააკაშვილს აქვს. დაცვის მხარის განმარტებით, ამ ეტაპზე ყოფილი პრეზიდენტის კორონავირუსთან დაკავშირებული ინკუბაციის პერიოდი ამოწურულია და ეს სასამართლო პროცესის „ვივამედში“ ჩატარებას ხელს არ შეუშლის.