მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების ბრიფინგი

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველების მიერ გამართულ ბრიფინგზე, დღეს ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი გულის გაჩერების საფრთხის წინაშეა და მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა საჭირო. ციხის მე-18 დაწესებულებაში კი, შესაბამისი სამედიცინო დახმარებისა და მკურნალობისათვის საჭირო პირობები არ არის. ამასთან, გვარამიას მტკიცებით, ციხის საავადმყოფოში არც უსაფრთხოების გარანტიაა. მისი თქმით, იგეგმება იმიტირებული ბუნტი, რომლის მიზანიც, ყოფილი პრეზიდენტის ლიკვიდაციაა. მან ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე გადაწყვეტილება უახლოეს საათებში მიიღოს. ასევე, თხოვნით მიმართა სახალხო დამცველს, შეისწავლონ ციხის საავადმყოფოს შესაბამისობა იმ კრიტერიუმებთან, რომელიც ექიმთა კონსილიუმის დასკვნაშია.

დატოვე კომენტარი