სასამართლო პროცესი

18:29, 07.02.2025

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე და მიხეილ სააკაშვილის ბრალდების ეპიზოდი. დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. მანამდე პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა ინტერესების დამცველმა და მიზეზად საქმეში მიხეილ სააკაშვილის ახალი ადვოკატის ჩართვა დაასახელა. მოსამართლის თქმით, უკვე რიგით მეშვიდე ადვოკატი ერთვება სააკაშვილის ინტერესების დაცვაში, რაც აჩენს ეჭვებს, რომ სურთ პროცესის გაჭიანურება. სხდომაში მონაწილეობაზე დღეს უარი განაცხადა ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა. სააკაშვილთან ერთად ბრალი წარდგენილი აქვს თეიმურაზ ჯანაშიასაც. მათ პროკურატურა საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

 

მსგავსი