მიხეილ სააკაშვილი საქართველოსა და უკრაინის პროკურატურების ხელმძღვანელი პირების შეხვედრას ეხმაურება

საქართველოსა და უკრაინის პროკურატურების ხელმძღვანელი პირების შეხვედრას ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი.

უკვე მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ ორი ქვეყნის საგამოძიებო უწყებები არ მხოლოდ მის წინააღმდეგ, არამედ საქართველოსა და უკრაინის ინტერესების წინააღმდეგ ერთიანდებიან.

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე უკრაინის გენერალურ პროკურორს იური ლუცენკოს  12 იანვარს შეხვდა.

პროკურატურების მიერ გავრცელებული განცხადებებით, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ისაუბრეს. მათ შორის, უკრაინული მხარის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საექსტრადიციო თანამშრომლობასაც, რაზეც საქართველოს მთავარი პროკურატურა არ საუბრობს.

უკავშირდება თუ არა ეს საკითხი მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებას საქართველოში, ამას არცერთი მხარე აკონკრეტებს.