მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს და გამომძიებელს კარვების ქალაქში იბარებს

უკრაინის გენერალური პროკურორი სააკაშვილს დაკითხვაზე ელოდება, თუმცა საქართველოს ექსპრეზიდენტი საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს და გამომძიებელს კარვების ქალაქში იბარებს.

სააკაშვილმა გენერალური პროკურორი იური ლუცენკო  საგანგებო  ბრიფინგზე მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას არ აღიარებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივნის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილზე ძებნა სამი მუხლით გამოცხადდა. მას ეროვნული პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური ეძებს.