მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მიმართავს

დაუმორჩილებლობის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მობილიზებისკენ მოუწოდებს.

ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ახლა ბრძოლის ინტენსიურ ფაზაში გადაყვანის დროა.

მიხეილ სააკაშვილი გეგმავს, რომ მხარდამჭერებს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში „სკაიპის“ მეშვეობით მიმართოს.