მიხეილ ქუმსიშვილის განცხადება

„ლეიბორისტული პარტიის“ მერობის კანდიდატი მიხეილ ქუმსიშვილი ვაკის პარკში შადრევნის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, აღნიშნული სამუშაოები მერიას 11 მილიონ ლარამდე უჯდება, რაც მისთვის მიუღებელია.

ქუმსიშვილის განცხადებით, ხელისუფლება რეალობას აცდენილია და ვერ ხედავს სხვა, უფრო მნიშვნელოვან პრობლემებს. ქუმსიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.