მიხეილ ხერგიანის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში

13:02, 08.11.2017

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი მიხეილ ხერგიანის დაბადებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია  ცნობილი ქართველი ალპინისტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა, ასევე ქართველი მხატვრების მიერ შესრულებული გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები.

გამოფენა 16 ნოემბრამდე გაგრძელდება.  არაერთი ოქროს მედლის მფლობელი ალპინისტი, მიხეილ ხერგიანი 37 წლის ასაკში იტალიაში სუალტოს მწვერვალის დაპყრობისას გარდაიცვალა.

მსგავსი