მიხეილ კალანდიასთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს

წინასწარი დაკავების იზოლატორში მიხეილ კალანდიასთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს. მას გამოძიება დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას ედავება, თუმცა დაკავებული და მისი ოჯახი ბრალდებას არ ეთანხმება. ამასთან, კალანდიების ოჯახის წევრებმა სამართალდამცავი უწყების მხრიდან ზეწოლაზე გააკეთეს განცხადებები.