მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა

მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში. ადვოკატის განცხადებით, პროცესზე პროკურორი დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. ზურაბ თოდუას თქმით, სამ თვეზე მეტია, მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა მიმდინარეობს და ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელიც დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებს.