მიხეილ კალანდიას საქმე

მიხეილ კალანდიას საქმის არსებით განხილვაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ოთხი მოწმე დაიკითხა.

მათ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე ილაპარაკეს. დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას თქმით, პროცესზე ორმა მოწმემ კალანდიას წინააღმდეგ ცრუ ჩვენებები მისცა. უფლებადამცველის განცხადებით, ის აღნიშნული მოწმეების წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარს შეიტანს. მისივე თქმით, პროცესზე სხვა მოწმეთა დაკითხვამ ცხადყო, რომ გამოძიებამ თავის დროზე შემთხვევის ადგილზე არსებული მტკიცებულებები სათანადოდ არ შეაფასა.