მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ექსპერტებთან და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქართველ ექსპერტებთან და მედიის წარმომადგენლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.  შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ სამინისტროს საქმიანობა და მიღწეული შედეგები, პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და საგარეო პოლიტიკის სხვა ძირითადი მიმართულებებით გადადგმული ნაბიჯები განიხილა და ექსპერტებსა და მედიის წარმომადგენლებს  2018 წლის გეგმები გააცნო.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.