მიხეილ ჯანელიძე გაეროში შეხვედრებს გამართავს

არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე და გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ისაუბრებს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა მაღალი სეგმენტის სესია გახსნა, სადაც დღეს სიტყვით გამოვა მიხეილ ჯანელიძე.

დღესვე საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან და კოლეგა მინისტრებთან.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრი ასევე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე, საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებზე და საერთაშორისო თანამეგობრობას ფაქტზე სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ჯანელიძე ასევე ისაუბრებს საქართველოში გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ გადადგმულ ნაბიჯებზე.