მიხეილ ჯანელიძე - ჟენევის მოლაპარაკებების განცხადების ტექსტზე მუშაობა, მომავალ კვირაში გაგრძელდება
ვმუშაობთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე ისეთი განცხადება მივიღოთ, რომელიც სახელმწიფო ინტერესებსა და ჩვენს მიზნებს მოემსახურება, – ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხელ ჯანელიძემ 27-28 მარტს დაგეგმილი ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის შესახებ საუბრისას გააკეთა.
ჯანელიძის თქმით, განცხადების ტექსტზე მოლაპარაკებები მომავალ კვირაში ჟენევაში გაგრძელდება, თუმცა ხელმოწერა არაფერზე არ იგეგმება.
ქვეყნის პირველი დიპლომატის განმარტებით, საქართველოს მიზანია, რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების პროცესი დაიწყოს.