მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა კვლავ მძიმეა,- ამის შესახებ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმ-რეანიმატოლოგმა განაცხადა.

პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება. მიხეილ გიორგაძე ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომაც მოინახულა. მინისტრის მოადგილე ორი დღის წინ კახეთში ავარიაში მოყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

დატოვე კომენტარი