მიხეილ გიორგაძე წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოთხოვნებსა და პირობებს უსამართლოს უწოდებს

15:17, 20.12.2017

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოთხოვნებსა და პირობებს უსამართლოს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ წიგნის ცენტრის ხელმძღვანელი არ შეცვლის მოთხოვნებს, იძულებული იქნება,   განცხადება გათავისუფლებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილოს.

მინისტრის თქმით, საზოგადოების გარკვეული ნაწილი თემით სკანდალის შექმნასა და მანიპულირებას ცდილობს. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მედეა მეტრეველმა სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის სახელზე  განცხადება დაწერა, სადაც ასევე გარკვეული პირობებია ჩამოთვლილი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ის მზად არის გააგრძელოს მუშაობა.

 

მსგავსი