მიხეილ გიორგაძე გომბორის უღელტეხილზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა

კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გომბორის უღელტეხილზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, მხოლოდ რეგულაციებით ასეთ ტრაგედიებს თავიდან ვერ ავიცილებთ. გიორგაძის განცხადებით, რეგულაციები ბავშვების სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების, ასევე მათი მეთვალყურეობის შესახებ შემუშავებულია, თუმცა, სათანადოდ ვერ სრულდება.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ გომბორის უღელტეხილზე ავტოავარია მოხდა, რომელსაც თბილისის 175-ე სკოლის ერთი მოსწავლე და სამი მშობელი ემსხვერპლა. ისინი კახეთში ექსკურსიაზე მიდიოდნენ.

 

დატოვე კომენტარი