მიხეილ ჩხენკელი პარიზში მიმდინარე უმაღლესი განათლების მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

პარიზში მიმდინარე უმაღლესი განათლების მინისტერიალზე საქართველოს განათლების მინისტრი სიტყვით გამოვიდა. მიხეილ ჩხენკელმა იმ პოზიტიურ შედეგებზე ისაუბრა, რაც ბოლონიის პროცესში საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ინტეგრაციამ ქვეყანას მოუტანა.

მისი თქმით, საქართველო აქტიურად მუშაობს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რაც საქართველოს განათლების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ახალგაზრდული სისტემების საერთო მოდერნიზაციასა და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს.