მიხეილ ჩხენკელი ფრანგ კოლეგას შეხვდა

საქართველოსა და საფრანგეთის განათლების მინისტრების შეხვედრა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ახალ პროექტზე, რომლის თაობაზე, საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. პროექტის ფარგლებში, ქართველი სტუდენტები და მეცნიერები კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ ფრანგ კოლეგებთან. ამასთან, ქართველ სტუდენტებს საშუალება ექნებათ მიიღონ ორმაგი ხარისხი სხვადასხვა სპეციალობებში.