მიხეილ ჩხენკელი ბრიტანეთის განათლების მინისტრს შეხვდა

15:28, 28.05.2018

საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი დიდი ბრიტანეთის განათლების მინისტრს შეხვდა და მათ თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებებზე და ახლო მომავალში გაცვლითი პროგრამების შემუშავებაზე.

როგორც ქართველ, ასევე, ბრიტანელ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ საერთაშორისო პროგრამებით, რაც მინისტრების აზრით, ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის აკადემიური კავშირების გაღრმავებას.

 

მსგავსი