მიხეილ ჩანადირი - 45 წელი საჰაერო ხომალდის შტურვალთან

ცაში გატარებული თითქმის 30 000 საათი და ფრენის 45-წლიანი გამოცდილება – უმაღლესი კლასის ქართველი მფრინავი დღეს საავიაციო სფეროდან საზეიმოდ გააცილეს.

მიხეილ ჩანადირი სამოქალაქო ავიაციის ერთ-ერთი ცნობილი და გამოცდილი წარმომადგენელია – წლების განმავლობაში ის სამგზავრო რეისებს მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის მიმართულებით ასრულდება. მის სახელს არაერთი რთული და სარისკო ფრენა უკავშირდება, მათ შორის აფხაზეთის ომის პერიოდში. 45-წლიანი საქმიანობიდან 26 წელი „ჯორჯიან ეარვეისში“ ხომალდის მეთაურის სტატუსით გაატარა. იყო ექსტრემალური სიტუაციები, საბედისწერო და რთული რეისებიც, რა დროსაც მისმა გამოცდილებამ, უნარებმა და პროფესიონალიზმმა გადამწყვეტი როლი ითამაშა და მგზავრების უსაფრთხოება დაიცვა.

ემოციური კადრები და ბოლო ფრენა მფრინავის რანგში – მარიამ ბერძენიშვილი მოგვიყვება მიხეილ ჩანადირის ისტორიას.