მიხეილ ბენიძე შუალედური არჩევნების მე-2 ტურს ეხმიანება

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება შუალედური არჩევნების მეორე ტურს აკვირდება.  როგორც საინფორმაციო ბრიფინგზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მიხეილ ბენიძემ განაცხადა, „სამართლიანი არჩევნების“ ყველა დამკვირვებელს საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცა.

მისივე თქმით, მთაწმინდის ოლქის ყველა (100%) საარჩევნო უბანი მზად იყო კენჭისყრის დასაწყებად 08:00 საათისთვის. როგორც ბენიძემ აღნიშნა, დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა.