მიხეილ ბატიაშვილის განცხადება

ამ ეტაპზე მიხეილ გიორგაძის ადგილზე არანაირ კანდიდატურაზე საუბარი არ არის – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა განაცხადა. მიხეილ ბატიაშვილი კიდევ ერთხელ ეხმაურება მისი მოადგილის მიხეილ გიორგაძის მიერ თანამდებობის დატოვების საკითხს. გიორგაძემ გუშინ მინისტრის მოადგილის თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.