მიხეილ ბატიაშვილი პარლამენტში მოხსენებით წარდგება

განათლების მინისტრის გამოსვლა პარლამენტში. მიხეილ ბატიაშვილი კანონმდებლების წინაშე მოხსენებით წარდგება.

სიტყვით გამოსვლა ამ წუთებში იწყება. საუბარი შეეხება განათლების სისტემაში დაგეგმილ სიახლეებს.

რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც განათლების ყველა საფეხურს მოიცავს და ხუთ წელზეა გაწერილი, შეკითხვები აქვთ როგორც ოპოზიციას, ისე უმრავლესობას.