მიხეილ ბატიაშვილი 202-ე უსინათლოთა საჯარო სკოლას ეწვია

შშმ პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მიხეილ ბატიაშვილი 202-ე უსინათლოთა საჯარო სკოლას ეწვია.

განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრი სკოლაში არსებულ სიტუაციას და საგანმანათლებლო პროცესს გაეცნო.

მინისტრს სკოლის ადმინისტრაციამ ის ინფრასტრუქტურული პრობლემები გააცნო, რაც დროულად გადაჭრას საჭიროებს, მათ შორის დანგრეული იატაკი, დაზიანებული კედლები და ავარიული ჭერი.

მინისტრის თქმით, უსინათლოთა სკოლისთვის ბიუჯეტიდან თანხა უახლოეს მომავალში გამოიყოფა.