საქართვლოს შიდა საქმეებში ჩარევად აფასებენ „ქართული ოცნების“ წევრები უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებებს. მიხაილო პოდოლიაკმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში ილაპარაკა, ციტატა – „საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ნამდვილად არაა დაინტერესებული პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს“, – განაცხადა ინტერვიუს დროს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა. მისი პოზიციით „ამაზე მეტყველებს წინააღმდეგობა, რომელიც არის საქართველოს დედაქალაქსა თუ სხვა ქალაქებში“.
საკითხი პოლიტიკური შეფასებების თემაა.