მიხაელ როთის ვიზიტი თბილისში - შეფასებები

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე იმყოფებოდა, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და და აქციაზე მყოფ დემონსტრანტებს გაესაუბრა. მისი თქმით, 47-ე დღეა, ხალხი ქუჩაში გამოდის და აპროტესტებს ევროპისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ამიტომ არის თბილისი და საქართველოს სხვა ბევრი ქალაქი ევროპის ნამდვილი დედაქალაქი – განაცხადა მიხეილ როთმა, რომელმაც ასევე შეხვედრა გამართა ოპოზიციის წარმომადგენლებთან და მათ მხარდაჭერა გამოუცხადა.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სამ ბარიერ გადალახული ოპოზიციურ გაერთიანებას შეხვდა. შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ, რომ გერმანიის მხარდაჭერა არსებულ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები. მმართველი გუნდის შეფასებით კი, მიხეილ როთი ქართველების დაპირისპირებას ცდილობს.