მიხაელ როთის განცხადება

საქართველოს და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.

მიხაელ როთი სოციალურ ქსელში ფოტოს აზიარებს. „უნგრეთის მთავრობას ევროკავშირის შიგნიდან განადგურება სურს. რუსეთს კი სურს ევროკავშირის გარედან განადგურება. მათ არ უნდა მიაღწიონ წარმატებას. სწორედ ამიტომ, გვჭირდება ეროვნული ზომების მიღება მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში გაყალბებულ არჩევნებზე და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე“, – წერს მიხაელ როთი.