მიკაელ კადიევის საქმეზე „ევროპულმა საქართველომ“ ლტოლვილთა სამინისტროს მიმართა

მიკაელ კადიევის საქართველოში მაძიებლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, პარტია ევროპულმა საქართველომ ლტოლვილთა სამინისტროს განმეორებით მიმართა. თუმცა, უწყების განცხადებით, კადიევი არ აკმაყოფილებდა არც ლტოლვილის და არც ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს და ახალი კანონით არ შეიძლება დაუსრულებლივ სტატუსის მინიჭებაზე განცხადების შემოტანა.

კადიევმა რამდენჯერმე მოითხოვა საქართველოში დევნილის სტატუსის მინიჭება, მაგრამ მას უარი ეთქვა, საქმის გასაჩივრების შემდეგ კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უარი დევნილის სტატუსს მიღებაზე ძალაში დატოვა.

საერთაშორისო დაცვის შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ, ისევ მიმართა კადიევმა სამინისტროს, მაგრამ ისევ უარი ეთქვა. ამის პარალელურად რუსეთის ფედერაცია კადიევის ექსტრადირებას ითხოვს.