მიიღებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი დავით უსუფაშვილის შეთავაზებას

15:16, 20.07.2018

მიიღებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი “შენების მოძრაობის” ლიდერის შეთავაზებას. საკითხზე დავით უსუფაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის პირველი შეხვედრა შედგა. ფაქტს ადასტურებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

უსუფაშვილის ინფორმაციით, მარგველაშვილი ახლა აქტიური განსჯის ეტაპზეა, თუ რა ფორმით შეიძლება ჩაერთოს ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებაში. იქნება ის საპრეზიდენტო კანდიდატი, თუ მიმართავს პოლიტიკური საქმიანობის სხვა გზებს.

“შენების მოძრაობის” ლიდერი ამბობს, რომ შეკითხვებზე კონკრეტული პასუხები მას ერთ კვირაში ეცოდინება.

 

მსგავსი