მიგრაციის სამსახურმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე გააძევა

15:20, 06.05.2025

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აპრილის თვეში უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. გაძევებულ პირებს კანონის შესაბამისად ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. საქართველოდან გაძევებულ იქნა – ჩინეთის, ბანგლადეშის, ინდოეთის, იორდანიის, რუსეთის, თურქეთის, ირანის, ისრაელის, ტაჯიკეთის, ნიგერიის, ნეპალის, პაკისტანის, თურქმენეთის, ეგვიპტის, კორეის, ფილიპინების, შრი-ლანკას, ლიბანის, საუდის არაბეთის, აზერბაიჯანის, სლოვაკეთის, ყაზახეთის – ჯამში 96 მოქალაქე.

მსგავსი