მიგრაციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე დააკავეს. მათ შორის არიან ნიგერიის, ერაყის, პაკისტანის, ეგვიპტისა და თურქეთის მოქალაქეები.
დადგინდა, რომ დაკავებული პირები, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მათ არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს. ამის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა ისინი დააკავა. ბრალდებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, შემდგომში მათი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით.