მიგრაციის პრობლემები მარტვილის მუნიციპალიტეტში

21:09, 23.11.2025

სოფელი ონოღია მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ის ინფრასტრუქტურა, რაც სოფლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ნამდვილად არ აკლია. სოფელს აქვს მუნიციპალიტეტთან დამაკავშირებელი გზა, კეთილმოწყობილი სკოლა და ბაღი, ადგილობრივი ხელისუფლების ახლად არჩეული წარმომადგენლები პირობასაც დებენ, რომ აქ ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება, თუმცა ონოღიას მოსახლეობა მაინც ტოვებს. მთავარი პრობლემა სამუშაო ადგილების სიმცირეა, სოფლის მეურნეობა კი, რომელიც ადგილობრივების მთავარი შემოსავალია, საჭირო ხარჯების დაფარვას ვერ უზრუნველყოფს. 700 ჰექტარი სახნავ-სათესიდან, წელს მხოლოდ მცირე ნაწილის დამუშავება შეძლეს. საინტერესო ისტორიისა და თითქმის მუზეუმის ტოლფასი ოდების დიდი ნაწილი ახლა ცარიელია.

ნატალია ბერულავასა და მურად ფარცვანიას რეპორტაჟი სამეგრელოდან #მოამბერეგიონები

მსგავსი